მნიშვნელოვანირეგიონი
კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს

კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს.
წარმოშობით სენაკიდან, 38 წლის რატი შურღაია იზიუმთან შეტაკებისას დაიღუპა.
“დედა პოლონეთშია და ხვალ იტალიით უნდა წავიდეს და შემდეგ თბილისში ჩაფრინდება.
რატიც მუშაობდა პოლონეთში. ომი რომ დაიწყო გადავიდა უკრაინაში და იქ იბრძოდა”,-გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
რატი შურღაიას უკრაინელი მეუღლე ჰყავდა.
შურღაიას მამა და და თბილისში ცხოვრობენ.
“არ უნახავს ახალდაბადებული დისშვილი,როგორ უხაროდა, თვითონ შვილი არ ყავდა”,-უთხრა რადიო თბილისს შურღაიების ემიგრანტმა ნათესავმა.
“აღარ გვყავს ჩვენი რატი არაა,ჩვენი გმირი რატიიი ღმერთო,რატომ წაართვი მშობლებს რატომ?
რატი, ჩემო რატიიიი ჩემო კეთილო ბიჭოოოოო, ყოველ დღე გირეკავდი ბიჭოოო”,-წერენ შურღაიას ახლობლები სოციალურ ქსელში.