რეგიონისაქართველოსიახლეები
კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესს“ ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ დაუდასტურა.
კორონავირუსით ინფიცირებულები რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტები არიან.
ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის ინფიცირების 57 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 31 პირი გამოჯანმრთელდა.