მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევაა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 3 პაციენტი რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, ერთი კი, – სამხედრო მოსამსახურე.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ ოთხივე კარანტინში იმყოფებოდა.
დე ფაქტო ხელისუფლებას მაისის დასაწყისიდან სულ კორონავირუსის 81 შემთხვევა და მათგან 43-ის გამოჯანმრთელება აქვს დადასტურებული.
პრაქტიკულად, ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.