მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის 85-ე შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევაა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთიდან დაბრუნებულ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტრის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, 62 ტესტი გაკეთდა და დადებითი პასუხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას, მაისის დასაწყისიდან, სულ კორონავირუსის 85 შემთხვევა აქვს და დადასტურებული მათგან 52 გამოჯანმრთელდა.

პრაქტიკულად, ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button