მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კორონავირუსის შემთხვევის გამო ლაგოდეხში საბავშვო ბაღი დაიკეტა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი შეაჩერა.
მიზეზი, ბაღის აღმზრდელის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ სოფელში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბაღის დაკეტვა აუცილებელი იყო.
კახეთში კოვიდ- 19- ით დაავადების კლების ტენდენციის მიუხედავად, კვლავ გაიზარდა ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების რიცხვი.
დღეს ერთდროულად, სამი ინფიცირებული მოქალაქე გარდაიცვალა. მათ შორის, ორი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში, ხოლო ერთი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
სულ კახეთში ვირუსით გარდაცვალების უკვე 140 ფაქტი დაფიქსირდა.