მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

თბილისში, ბოკერიას კლინიკაში, 7 თვის ფეხმძიმე, თეონა აბაშიძე გარდაიცვალა. ახლგაზრდა ქალი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარულში იყო გათხოვილი.

თეონა აბაშიძის გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

ექიმების განმარტებით, პაციენტს რთული მდგომარეობა ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს საქართველოში ორსულის გარდაცვალების, უკვე მეხუთე შემთხვევაა.

რამდენიმე დღის წინ, კორონა ვირუსის მძიმე ფორმით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთის კარში, თეონას მამა, ჯემალ აბაშიძეც გარდაიცვალა. გარდაცვლილი წლების განმავლობაში ჭიაურის თემს ხელმძღვანელობდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ორსულის გარდაცვალების მიუხედავად, ექიმების კვალიფიკაციის საკითხი არ დგას.

მსგავსი პოსტები

Back to top button