კოვიდინფიცირების 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარის შემთხვევაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის. კერძოდ, 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარის შემთხვევაა, მათგან 144 ბათუმში გამოვლინდა, ხოლო ერთი ქობულეთში. რაც შეეხება დანარჩენი შემთხვევების ტერიტორიულ განაწილებას:
„თბილისში გახლავთ 29. იმერეთი: ქუთაისი არის 7 და საჩხერე-1. შიდა ქართლი: გორი გახლავთ 4, ქვემო ქართლი-გარდაბანი 3, გურიაში: ოზურგეთში 4 შემთხვევაა, ზემო სვანეთი სამეგრელო- ზუგდიდში 2 და ფოთში 1. მცხეთა-მთიანეთში: მცხეთაში გახლავთ ერთი შემთხვევა.“ – უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-სამკურნალო დაწესებულებებში, ჯამურად, 1 319 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მოისმინეთ მარინა ეზუგბაიას ხმა.
დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2 758-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 31 პაციენტი განიკურნა. სულ გამოჯანმრთელებულია 1 412.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.