კოვიდინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტის გამო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გელა დემეტრაძე და პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბალიაშვილი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. ორივე მათგანს სომხეთიდან გადმოსულ მამაკაცთან ჰქონდა კონტაქტი.
“გასვენებაში არ ვყოფილვარ, ქუჩაში შევხვდი. ტესტი ამიღეს და დაახლოებით 60 კაცი, წუხელ, ბაკურიანის სასტუმროში გადმოგვიყვანეს.” – აცხადებს გელა დემეტრაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დავით ბალიაშვილის თქმით, მათი კონტაქტი ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა.
“მე ვიყავი სასაფლაოზე გასვენებაზე. მარტო ხელი ჩამოვართვი, კი ვერიდებოდი. ქელეხზე არ ვყოფილვარ. თბილისში ყოფილა და იქ გაუშლია სუფრა. მე როგორც გავიგე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, თავისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებული იყვნენ. ეგეც ითქვა, რომ დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. მე რომ ვიყავი სამძიმარზე, იქნებოდა 50 ადამიანი. ჩემს გარდა, გუშინ სამი 40 კაციანი ავტობუსი ჩამოიყვანეს აქ, კარანტინში.” – ამბობს დავით ბალიაშვილი.
ტესტების პასუხს დღეს, 19 სექტემბერს ელოდებიან.
წყარო: https://tv9news.ge/