მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“სააკაშვილმა რუსეთი ძალიან მომგებიან ვითარებაში ჩააყენა”

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ფიქრობს, 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის ინტერესში იყო, მაგრამ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა რუსეთს ხელი შეუწყო.

„კონფლიქტი იმგვარად დაიწყო, რომ არ იყო საერთაშორისო ველზე საქართველოს იმიჯისთვის სასურველი.” – განაცხადა ელჩმა 2019 წლის 9 დეკემბრით დათარიღებულ ინტერვიუში, რომელიც ავტორმა 28 ივნისს ხელახლა გამოაქვეყნა.

ჟურნალისტიკის კითხვაზე, 2014 წლის ყირიმის შემდეგ, როცა უკრაინას არ განუხორციელებია სამხედრო მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ, არის თუ არა ცხადი, რომ პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიას და რომ კონფლიქტი საქართველოს არ დაუწყია:

„ეს დებატები საქართველოში დიდი ხანია, მიმდინარეობს. ზოგჯერ, ვიტყოდი, ტაბუირებულია ამაზე საუბარიც კი… არსებობს [ჰეიდი] ტალიავინის დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა შეუკვეთა 2014 წლის მეორე ნახევარში [ტალიავინის დასკვნა 2009 წელს გამოქვეყნდა]. სრული საერთაშორისო მტკიცებულება ძალიან ფრთხილად იქნა შესწავლილი. და იყო ელემენტი საქართველოს მიერ კონფლიქტის დაწყების შესახებ.”

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმ დროს რუსეთი ძალიან მომგებიან ვითარებაში ჩააყენა… ომი რუსეთის ინტერესში იყო, მაგრამ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, მათ შორის სამხედრო მოქმედებამ, შესთავაზა კარგი პრეტექსტი რუსეთს.” – განაცხადა ელჩმა.

ეგორ კუროპტევის დამაზუსტებელ კითხვაზე, ელჩმა განაცხადა: „როგორც ჩანს, ეს [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსია] არ არის რუსეთის სურვილი. ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთს დიდი ხანია უნდა, ჩრდილო ოსეთთან შეერთება და რუსეთში გაერთიანება. და ეს არ ჩანს, რომ არის რუსეთის პოლიტიკა. ჯერჯერობით მაინც. არ ვიცი, რა დგას ამის უკან, ამ ეტაპზე ეს არ არის ცხადი…”

https://www.facebook.com/PogranichnayaZona/videos/2584687308298409/

მსგავსი პოსტები

Back to top button