მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლიბიაში ამბოხებული გენერლის ჯარისკაცები ჩაცხრილეს

ლიბიაში საერთაშორისოდ აღიარებულმა სამთავრობო ძალებმა დედაქალაქ ტრიპოლიზე სრული კონტროლი დაამყარეს მას შემდეგ, რაც იგი 1 წლის განმავლობაში ამბოხებულ გენერალ ჰაფთარის ალყაში იმყოფებოდა.

ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღდგენილია და ქუჩები გასამხედროებული ამბოხებული ფორმირებებისგან გაწმენდილია.

ლიბიის ე.წ. ეროვნული არმიის ხელმძღვანელობის (მეთაური გენერალი ჰაფთარი) განცხადებით, ისინი ახორციელებენ სამხედროების გაყვანის პროცესს ტრიპოლის ისეთი რაიონებიდან, როგორიცაა აინ ზარა, აბუ სალიმი და ქარს ბინ ღასირი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან ლიბია ორ დაპირისპირებულ ბანაკადაა გაყოფილი. ტრიპოლის ხელისუფლებასა და აღმოსავლეთის რეგიონების მაკონტროლებელ ჰაფთარს შორის დაპირისპირებაში გარეშე ძალებიც აქტიურად მონაწილეობენ.

თურქეთი მხარს უჭერს ლიბიის სამთავრობო ძალებს, ხოლო რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ამბოხებულ გენერალ ჰაფთარს, რომელსაც რუსული წარმოების სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას აქტიურად აწვდიან.

აგრეთვე, უშუალო სამხედრო ბატალიებში, გენერალ ჰაფთარის დასახმარებლად, მონაწილეობენ რუსი დაქირავებული მაღაკვალიფიციური რაზმები, კერძო კომპანია “ვაგნერის” ეგიდით. თურქეთი და მისი უპილოტო ავიაცია ჰაფთარსა და რუს მებრძოლებს მძიმე დარტყმებს აყენებს, რის შედეგადაც, ისინი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კოლოსალურ დანაკარგებს განიცდიან.

სოციალურ ქსელ ტვიტერში ვრცელდება შემზარავი კადრები, სადაც ჰაფთარის ძალებზე ჩასაფრება და მისი მებრძოლების დახოცვაა ასახული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესვრიან სამთავრობო ძალები გზაზე პიკაპით მომავალ სამხედროებს, რა დროსაც მანქანა ფეთქდება და მებრძოლები მთელი სისწრაფით ვარდებიან მიმავალი ავტომიბილებიდან. შემდეგ კი, სახელისუფლებო ძალები საკონტროლო გასროლას ახორციელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button