“მამა გიორგი საკუთარ ჩემოდანში ციანიდის არსებობას უარყოფს”

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საპატიმროში მამა გიორგი მამალაძესთან იმყოფებოდა.
სახალხო დამცველის განცხადებით, მამა გიორგი ბრალს არ აღიარებს და პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს. სასულიერო პირი საკუთარ ჩემოდანში ციანიდის არსებობას უარყოფს.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მამა გიორგის ფიზიკური მდგომარეობა ამ დროისათვის ნორმალურია.
სახალხო დამცველის განცხადებით, მამა გიორგის და მისი ოჯახის უსაფრთხოების რისკები არსებობს, რადგაც საქმე მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის მკვლელობის დაგეგმვას ეხება.
როგორც სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მამა გიორგიმ უთხრა, მისი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა. კონკრეტულად, მას დაკავების დროს არ განუმარტეს ბრალი და არ მიეცა ტელეფონზე დარეკვის უფლება.
ინფორმაციის წყარო
ამ თემაზე ↓