“მანჩესტერ იუნაიტედმა” “სელტა” 1:0 დაამარცხა
ესპანეთის ქალაქ ვიგოში ევროპა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” “სელტა” სტუმრად მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი 67-ე წუთზე “იუნაიტედის” ახალგაზრდა ფორვარდმა მარკუს რაშფორდმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ევროპა ლიგა ერთადერთი ტურნირია, რომელიც “მანჩესტერს” არასოდეს მოუგია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 11 მაისს, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება. ევროპა ლიგის წლევანდელ ფინალს კი 24 მაისს შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი უმასპინძლებს.