მოზაიკასაქართველო
ჯიმ სტარჯესი დაბადების დღეს საქართველოს ტყეში ,,დაკარგული” შეხვდა

ბრიტანელი მსახიობი ჯიმ სტარჯესი გუშინ, 16 მაისს 41 წლის გახდა. მან ,,ინსტაგრამზე” ფოტო გამოაქვეყნა ტორტით ხელში და თან სახალისო აღწერა დაურთო – ,,29 და კიდევ ცოტა… ყველას მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ამ დაბადების დღეს ტყეში დაკარგული შევხვდი. სიყვარულით, საქართველოდან”.

One Day-ის ვარსკვლავს დაბადების დღე ქართული მრავალხმიანობის შესრულებით მიულოცეს.
ჯიმ სტარჯესი ორ კვირაზე მეტია, რაც საქართველოში იმყოფება. მას
რეჟისორ გიგა აგლაძის ფილმში იღებენ. ამ დროის მანძილზე, მსახიობმა თბილისი დაათვალიერა, ესტუმრა კაფე – რეზო გაბრიაძის თეატრს და სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოც განათავსა.

officialjimsturgess/instagram
ჯიმ სტარჯესმა პოპულარობა რომანტიკულ კომედია One Day-ში მონაწილეობით მოიპოვა, სადაც პარტნიორობას, ენ ჰეთევეი უწევს.