მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მარტვილში საკვიარო წირვაზე ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალეს

მარტვილში საკვირაო წირვაზე ინციდენტი მოხდა – TV პირველის ჟურნალისტს დაცვამ მეუფესთან მიახლოების და კითხვის დასმის საშუალება არ მისცა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ასევე ძალიან დიდი რაოდენობით სამარშუტო ტაქსები.

პირველი მსახურება ჭყონდიდში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მეუფე სტეფანემ 13 მარტს აღავლინა.

მსახურებას მრევლის სტატუსით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულები ესწრებოდნენ.

წინა შემთხვევების მსგავსად, მეუფე სტეფანეს გვერდით ისევ არ იდგნენ ის სასულიერო პირები, რომლებმაც მიტროპოლიტთან ერთად ღვთისმსახურებაზე უარი თქვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button