მასმედიაში Apple-ის “კოსმოსური ოფისის” ინტერიერის ფოტოსურათები გამოქვეყნდა [Video]

მასმედიაში Apple Campus 2-ის ინტერიერის პირველი ფოტოსურათები გამოქვეყნდა, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეშია განთავსებული. კამპუსის გახსნა 2017 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, – გვაცნობებს The Daily Mail.

როგორც ცნობილი გახდა, Apple Campus 2-ის მშენებლობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. მისი ტერიტორია 260 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ხოლო ნაგებობის ფასი $5 მილიარდს შეადგენს.

გამოცემის ინფორმაციით, კამპუსი მინი-ქალაქს წარმოადგენს, სადაც კორპორაციის მუშაკებისთვის განთავსებული იქნება სამუშაო და დასასვენებელი ობიექტები.

თავად კომპლექსი ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს იკავებს, დანარჩენი ფართობი მწვანე ზონისთვისაა განკუთვნილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი კამპუსი ბევრად უფრო უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა იქნება. კომპლექსს ენერგიით “მზის ფერმა” მოამარაგებს, რომლის სიმძლავრე რამდენიმე გიგავატს შეადგენს, ხოლო დღის განმავლობაში განათებას ნაგებობის პანორამული სახურავი უზრუნველყოფს.

1107927_macgpic-1481212027-25173231457379-sc-jpt

მსგავსი პოსტები

Back to top button