რუსთავის N 5 სკოლაში ფოსფორით 13 მოსწავლე მოიწამლა [Audio]

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში, ქიმიური ნივთიერება ფოსფორის გაჟონვის შედეგად, 13 მოზარდი მოიწამლა. 

როგორც სკოლის დირექტორი ყვება, მეხუთე კლასის მოსწავლეს სახლიდან სამხედრო დანიშნულების ღამის სანათი ჰქონდა მიტანილი, რომელიც საკლასო ოთახში გახსნეს. 

ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რუსთავის ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი გაწერა უკვე მოხდა. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  ექიმის რეკომენდაციით, 13-ივე მოწამლული რამდენიმე დღე სახლში დარჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button