მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მძღოლები ტექდათვალიერებისთვის საჭირო გადასახადის სიძვირეზე ჩივიან

ტექნიკური დათვალიერება, რომელიც საქართველოში უკვე 2 წელია მოქმედებს, მძღოლებს პრობლემებს უქმნის. ავტომობილების მფლობელები რადიო ჰერეთთან ტექდათვალიერებისთვის არსებულ სავალდებულო გადასახადის სიძვირეზე ჩივიან. ამას ავტომობილის გამართვისთვის საჭირო სახსრების პრობლემაც ემატება. ისინი ამბობენ, რომ მანქანის ნაწილები ადვილად ცვდება და ყოველ წელს მათი შეცვლისთვის საჭირო თანხა არ აქვთ.

ოფიციალური ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების ღირებულება – 100 ლარს შეადგენს.

მძღოლები ტექდათვალიერების ღირებულებასთან ერთად, ავტომობილების ნაწილების გაიაფებასაც ითხოვენ.

მოისმინეთ, მძღოლების ხმები ლაგოდეხიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button