მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მე მჯერა რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

“მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ხალხს, პირველ რიგში, სჭირდება მშვიდობა, დამშვიდება, სიწყნარე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი საერთო ეროვნული მიზანი. მე მჯერა რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას ქვეყნის სტაბილურობას მისცემს და არა ქაოსსა, შფოთს და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მჯერა რომ ხვალიდნელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, რისთვისაც პრემიერი მათ მადლობას უხდის.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ყველას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი.

“დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ჩვენ რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას, რომ საარჩევნო უბნებზე გარკვეული არეულობა, შფოთი და ქაოსი შეიტანოს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ყველას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button