მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
მედიკოსების პროტესტი ბათუმში
ბათუმში, კლინიკა “მედალფას” თანამშრომლები ადმინისტრაციას უჩივიან. ისინი სამედიცინო დაწესებულების კოვიდცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ. ამის მიზეზად კი, დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ.
მათივე თქმით, კლინიკას არც შესაბამისი მედპერსონალი ჰყავს, რომელიც СOVID19-თან ბრძოლას შეძლებს. როგორც განმარტეს, რამდენიმე თვის წინ, როცა “მედალფა” კოვიდპაციენტებს მკურნალობდა, ერთი ექთანი 30 ინფიცირებულთან მუშაობდა.
ირწმუნებიან იმასაც, რომ კლინიკა მოქმედი თანამშრომლების ახალი პერსონალით ჩანაცვლებას აპირებს და ძველები სამსახურის გარეშე დარჩებიან.
თავიანთი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შეკრებილები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
წყარო: ტვ25