“საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ტორტით მოიწამლნენ”

ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მოწამვლა საკონდიტროში შეძენილმა ტორტმა გამოიწვია. სურსათის უვნებლობის სამსახურის განაცხადეს, რომ ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტროში, სადაც ტორტი იყო დამზადებული, დარღვევები აღმოაჩინეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ “ტორტში, რომელიც აღსაზრდელებმა მათი თანატოლის დაბადების დღეზე, სოფელ ილიმის საბავშვო ბაღში მიირთვეს, სტაფილოკოკის ბაქტერია აღმოჩნდა”.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში 11 ბავში გადაიყვანეს.