რეგიონი

მიტროპოლიტი სტეფანეს დამძიმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა-საპატრიარქო

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანეს მდგომარეობის დამძიმებისა და მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად მეუფე სტეფანე მკურნალობის კურსს თბილისში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

​ “სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.

მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.
აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება“,- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მგდომარეობა დამძიმდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ იყო გადაყვანილი,რასაც ჭყონდიდის ეპარქია უარყოფდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button