მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბათუმის სამიტი დასრულდა

დღეს, პეტრას ციხეში, ბათუმის სამიტზე, სამივე ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ „,,ასოცირება მხოლოდ ხელმოწერას არ ნიშნავს, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ მასში მონაწილე ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს დემოკრატია, რათა გაუადვილდეს ევროკავშირში გაწევრიანება”.

სამიტზე ხელმოწერის დროს სამივე სამივე ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდენ იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს დემოკრატია და დაიცვან ფუნდამენტური უფლებები. ასევე, საუბარი იყო მთლიანობის დაცვასა და საოკუპაციო პრობლემებზეც.

სამიტზე დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, დელეგაციამ გონიოს ციხეში გადაინაცვლა, სადაც დაგეგმილია არაოფიციალური ვახშამი და კონცერტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button