მოულოდნელი ცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. დავით ზალკალიანის მოადგილის პოსტზე მიხეილ ნინუას ვლადიმერ კონსტანტინიდი ჩაანაცვლებს. სამინისტროს პრესმდივნის თანამდებობას მარიამ ნარჩემაშვილი შეასრულებს.
რაც შეეხება მიხეილ ნინუას, ის მოღვაწეობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ზალკალიანი ნინუასთან დაპირისპირებას უარყოფს, თუმცა მედიამ ხელში ჩაიგო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ნინუამ თანამშრომლებს გაიგზავნა: “ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს”.
“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, მიხეილ ნინუას, რომელიც ჩემი მეგობარია და ჩემი ინიციატივით მოხდა მისი ჩვენთან დაბრუნება. მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისში, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით”. – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თანამდებობას ტოვებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ავსტრიაში ელჩად ინიშნება.
საქართველოს ნატოსა და ჟენევაშიც ახალი ელჩები ეყოლება. ჟენევაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე იქნება, ხოლო ნატო-ში, – ვიქტორ დოლიძე.