კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კახეთში კიდევ გაიზარდა. კოვიდ- 19- ით, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში, ხანდაზმული პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი 1937 წელს დაბადებული მამაკაცია.
” სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე რთული იყო და ექიმებმა ლეტალური გამოსავალი თავიდან ვრ აიცილეს”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში 108 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
9 თებერვლის საღამოს მონაცემებით, კორონა ვირუსი 167- მა პაციენტმა დაამარცხა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 47 – ით გაიზარდა.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსის 11184 დადასტუტებული შემთხვევაა