მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინის მთელს ტერიტორიაზე მცხოვრებთ საშუალებას აძლევს რუსეთის მოქალაქეობა მოიპოვონ.

„დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახლახო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

11 ივლისს ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ყველა მოქალაქეს და უკრაინაში მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსეთის პასპორტის აღება იმავე გამარტივებული პროცედურით შეუძლიათ, რომელიც 2019 წელს იქნა შემოღებული. ეს პროცედურა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ადგილებში მცხოვრებთ აძლევდა რუსეთის პასპორტის მიღების საშუალებას. 25 მაისიდან ეს ზომა შეეხო უკრაინის კიდევ ორ რეგიონს, ხერსონსა და ზაპოროჟიეს – რომელთა ნაწილებიც ოკუპირებულია უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ. ახლა კი ეს ზომა მთელს უკრაინას მოიცავს.

პუტინი და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ შეჭრის მიზანი არ ყოფილა უკრაინის ოკუპაცია – თუმცა მოსკოვიც და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დანიშნული მესვეურებიც ახლა ამბობენ, რომ ეს რეგიონები, შესაძლოა, რუსეთის ნაწილი გახდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button