მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამოხვანჰესის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

“ნამოხვანჰესის” ერთ-ერთი მოწინააღმდეგეს, ირაკლი მუკბანიანს, რომელიც სოფელ საყულიეში დააკავეს, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

ბრალდებულის ადვოკატი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და პროვოკაციაზე საუბრობს.
მისივე მტკიცებით, დაკავების შემდეგ დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

შსს მუკბანიანს 29 მაისს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button