“ნამოხვანჰესზე”მედიაცია ევროკავშირის ჩართულობით იგეგმება
„ნამოხვანჰესზე“ მედიაცია ევროკავშირის ჩართულობით უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორთან, აქაც იყო ჩამოსული, მერეც ვეკონტაქტეთ, მე პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის, მათ შორის მედიაციის პროცესი, ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ისინი მზად არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, მით უფრო, უკვე წავიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისებზე”, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგები მშნებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციებს შვიდ თვეზე მეტია მართავენ.
„რიონის ხეობის მცველები“ მოითხოვენ კომპანია „ენკამ“ დატოვოს ხეობა.