მნიშვნელოვანისაქართველო

ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ზომაზე სასამართლო იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 12 მაისს დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე.

პროკურატურა რვავე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს. ადვოკატები კი აპირებენ, რომ სასამართლოს მიმართონ ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით.

თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულთაგან ერთი ქალია და ერთი, კლუბის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

სამართალდამცავებმა 8 პირი 12 მაისს დააკავეს. იმავე ღამით სპეცრაზმელები შევიდნენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში.“ ამას მოჰყვა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პოლიციის მხრიდან ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

რუსთაველის გამზირზე აქციები დროებით შეწყვეტილია. შს მინისტრმა ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებს კონკრეტული დაპირებები მისცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button