მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელაის სასამართლო პროცესი დღეს,13 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

მანამდე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მელიას პროცესზე დასწრების უფლება მისცა. მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლემ ბრალდებულის დასწრების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, აქედან გამომდინარე ნიკა მელიას დღეს პროცესზე დასწრების შესძლებლობა აქვს.

“ამ პროცესზე უკვე წარმოდგენილი იქნება ნიკა მელიაც და დიდი ალბათობით, ამავე პროცესზე მოხდება შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, ვინაიდან 16 აპრილი დედლაინია. არ მგონია, რომ 13 აპრილიდან 16 აპრილის შუალედში კიდევ ერთი სხდომა ჩაატარონ”, – განმარტავს ადვოკატი.

შეგახსენებთ, სასამართლომ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა.ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button