ნორვეგია თავის მოქალაქეებს ტყვეობიდან არ გამოიხსნის
ნორვეგიის მთავრობა, ნორვეგიის მოქალაქის „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობიდან დასახსნელად, გამოსასყიდს არ გადაიხდის, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა.
„ჩვენ ტერორისტების წნეხის ქვეშ ვერ მოვექცევით. ნორვეგია გამოსასყიდებს არ იხდის. ეს ის პრინციპია,რომელზეც უარის თქმა არ შეგვიძლია,როდესაც საქმე ტერორისტებს ეხება,“ – დასძინა პრემიერმა.
„ნორვეგიის მთავრობამ მძევლის დასახსნელად კრიზისული ჯგუფი შექმნა, ჩვენი მიზანია, ჩვენი მოქალაქის სახლში დაბრუნება,“ – აღნიშნა სოლბერგმა.
შეგახსენებთ, „ისლამური რესპუბლიკის“ მეომრებმა ქსელში ორი მამაკაცის სურათი განათავსეს, რომლებიც ყვითელ პერანგებში არიან ჩაცმულები და ქვემოთ წარწერა აქვთ: FOR SALE.
ერთი მათგანი, ნორვეგიის მოქალაქე, 48 წლის ოლეიოჰანგრიმსგორდ-ოფსტადია, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში, სირიაში, ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს. მეორე მძევალი – 50 წლის ჩინეთის მოქალაქე, ფან ცზინჰუეია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17420″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1441874238670″]