მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა „მაღალი სიზუსტის“ იარაღით უკრაინის არმიის პოზიციები “გაანადგურეს”

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 11 ივლისს განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა „მაღალი სიზუსტის“ იარაღით უკრაინის არმიის პოზიციები “გაანადგურეს” დონეცკის და ხარკოვის რაიონებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის თანახმად, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დასახლებულ პუნქტ ჩასივ იარში „სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღით განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 118-ე ბრიგადის დროებითი დისლოკაციის პუნქტი და 300-ზე მეტი ნაციონალისტი“. რუსი გენერლის განცხადებითვე, „ზუსტი დარტყმებით“ ხარკოვის ოსნოვიანსკის და სლობოდსკის რაიონებში „განადგურებულია 250-მდე ბოევიკი და 25 ერთეულამდე საავტომობილო და ჯავშანტექნიკა“.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე, სადაც სულ მცირე 3 ადამიანია დაღუპული.უკრაინელმა მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ჩასივი იარის საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში. დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.28 კი დაშავდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს რუსული რაკეტა 9 ივლისს მოხვდა. ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ადამიანი, კიდევ 2 მაშველებთან კონტაქტზეა და მათი გადარჩენის ოპერაცია გრძელდება

ქალაქის იმ რაიონში, რომელზეც შეტევა მოხდა, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზეც. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის თავზე მყოფი თვითმფრინავებიდან ოდესის ოლქს 4 რაკეტა ესროლეს. ერთი შენობას მოხვდა. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ზუსტდება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 86 წლის ქალი გამოიყვანეს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ კიდევ ორი რაკეტა სლობიდსკის რაიონში სკოლის შენობას მოხვდა.

ცნობისთვის რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button