მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მე-7 პაციენტი გარდაიცვალა.
აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 84 წლის პაციენტი მკურნალობას სახლში გადიოდა.
“პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სისხლში ჟანგბადის დონე 55-60 პროცენტი იყო. ჩატარებულმა თერაპიამ ჟანგბადის დონე 72-78 პროცენტამდე აამაღლა. თუმცა, ტრანსპორტირების მცდელობისას, პაციენტს გული გაუჩერდა.” – წერია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 516 შემთხვევაა დაფიქსირებული. 157 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 კი, – გარდაიცვალა.