მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. „საზღვარს“ ხსნის

„აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მკურნალობდნენ, სამშობლოში დაბრუნებას 26 მაისიდან შეძლებენ”. – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ენგურის საგუშაგოზე” ყველა მოქალაქეს ექიმები შეამოწებენ და კორონავირუსის სიმპტომების არსებობის შეთხვევაში, მათ COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდება.
გარდა ამისა, ლუდმილა სკორიკის განმარტებით, აფხაზეთში შესული მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლიან.
შეგახსენებთ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს ჩაკეტა.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფზახეთში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 14 და დაიღუპა ერთი ადამიანი.