მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, წყლის დიდი ნაკადის გამო ჩაინგრა გზის სავალი ნაწილი და ორი მანქანა ჩაიყოლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მანქანები უკვე ამოყვანილი. ამასთანავე, დატბორა ახლო მდებარე სარდაფები.

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერსის გენერალური დირექტორი, ირაკლი ბაბუხაია ამბობს, რომ ზარალს სრულად კომპანია აანაზღაურებს. მისივე თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც წყალი თავიდანვე არ ჰქონდა, წყალი შემოვლითი გზით მიეწოდება, ხოლო სრული წყალმომარაგება მომავალი 24 საათის განმავლობაში აღდგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button