მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ომიკრონის” შტამის დადასტურებამ, შესაძლოა მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს

"გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე",

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, “ომიკრონის” შტამის დადასტურებამ, შესაძლოა მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს.
სპეციალისტების პროგნოზით, სადღესასწაულო დღეებში გაზრდილმა მობილობამ შესაძლოა ინფიცირებულთა და ლეტალობის მაჩვენებლების ზრდა გამოიწვიოს.

მათი განცხადებით, იმისათვის, რომ ვითარების გაუარესება ავირიდოთ თავიდან, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია იმუნიზაციის პროცესში ჩართვა და რეკომენდაციების შესრულება.

ეპიდემიოლოგების ხმა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით გასულ კვირაში(12-18 დეკემბერი) დაინფიცირებულთა 73.2%-ს „ომიკრონი“ აქვს და 26.6%-ს „დელტა“, რომელიც ბოლო დრომდე ითვლებოდა ყველაზე გავრცელებულ ვარიანტად.

ერთი კვირით ადრე, „ომიკრონი“ დაუდასტურდა 12.6%-ს და „დელტა“ 87%-ს.
აშშ-ში დადასტურებულია “ომიკრონით” გარდაცვალების პირველი ფაქტიც. ჰარისის ოლქში გარდაიცვალა კორონავირუსის ამ სახეობით ინფიცირებული, აუცრელი მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.

“ომიკრონი”, რომელიც პირველად ნოემბერში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში და უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, მანამდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი დაკვირვებით, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში “ომიკრონით” ინფიცირების 2 შემთხვევა 20 დეკემბერს დაადასტურა.

დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი სახეობის, “ომიკრონის” გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უპირველესი რეკომენდაციაა ვაქცინის გაკეთება.

ჯამოს ხელმძღვანელის თქმით, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების უნდა გადაიდოს, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს მოვლენების გაუქმებას. ამის შესახებ მან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ში”ომიკრონი”დომინანტური ვარიანი გახდა.

არაერთმა ქვეყანამ – მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ “ომიკრონი” შესაჩერებლად Covid შეზღუდვები გაამკაცრეს და სამგზავრო რეგულაციები დააწესეს, საშობაო პერიოდში ნიდერლანდებმა მკაცრი ლოქდაუნი შემოიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას მოუწოდა, გააუქმონ თავიანთი სადღესასწაულო გეგმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, რადგან “ომიკრონი” გლობალურად ვრცელდება.
“გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე”, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა და დასძინა, რომ ვირუსის შესაჩერებლად “რთული გადაწყვეტილებები” უნდა იქნას მიღებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button