მნიშვნელოვანისიახლეები

“ომის დანაშაულები ხანდაზმულობის მიუხედავად დაისჯება”.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მუქარა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მუქარა – სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, “ომის დანაშაულები ხანდაზმულობის მიუხედავად დაისჯება”.

განცხადებაში ოკუპანტების მიერ გატაცებულ კახაბერ ნათაძესა და ვლადიმერ კანიაშვილზეც არის საუბარი.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 9 დეკემბერს დაკავებულ კახაბერ ნათაძესა და ვლადიმერ კანიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ნარკოტიკების კონტრაბანდას ედავებიან, რადგან ერთ-ერთს “მარიხუანაც აღმოუჩინეს”, თუმცა რომელს – ეს დაკონკრეტებული არ არის. მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” და 229.1 – ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქართველ ჯარისკაცზე, მამუკა ჩხიკვაძეზე, თუმცა სავარაუდოდ, ომის დანაშაულების შესახებ ჩანაწერში რეჟიმი მასაც მოისაზრებს.

იმ პირებს, ვინც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილეობდა და ასევე მონაწილეობდა დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში ნაციონალისტურ და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენლობაში, უნდა ახსოვდეთ, რომ სამხედრო დანაშაულები უნდა იყოს და იქნება დასჯილი, მიუხედავად იმისა, როდისაა ის ჩადენილი” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კახაბერ ნათაძეს და ვლადიმერ კანიაშვილს ცხინვალის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სუსმა ინფორმაცია „ცხელი ხაზით“ მიიღეს. საქართველოს ორივე მოქალაქე 10 დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ წინაგრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძეს ის რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდუინარე კვირას გაიტაცეს. მამუკა ჩხიკვაძე უკვე მე-6 დღეა, ცხინვალის ციხეში იმყოფება
ჩხიკვაძე ყოფილი ძალოვანია და დიდი ალბათობით, მას ცხინვალის რეჟიმისგან არაადამიანური მოპყრობა და წამება ემუქრება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახს ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. ჩხიკვაძის მეგობრები და ყოფილი ძალოვნები საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ მამუკა ჩხიკვაძე იმ „შავ სიაში“, რომელის საოკუპაციო რეჟიმს დიდი ხნის წინ აქვს შედგენილი, ამიტომ არ არის გამორიცხული, ის დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებების მსხვერპლი გახდეს.

ცნობისთვის, გუშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად”. განცხადების ეს ნაწილი სავარაუდოდ, სწორედ მამუკა ჩხიკვაძეს ეხება, თუმცა ის პერსონალურად მოხსენიებული არ არის.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.

დავით ქაცარავას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button