ანალიტიკაეკონომიკა

“ოქრო, ნარკობიზნესი, ჩრდილოვანი მოღვაწეობა”- რატომ დაიქირავა ღარიბაშვილმა Rotshild-ი

უცნობია რა დაუჯდება საქართველოს გიგანტური საინვესტიციო ჯგუფის მომსახურების საფასური.

“ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი საინტერესო ნაბიჯი იყო, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Rothschild-ი დავიქირავე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების – ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

პრემიერის განცხადებით,  Rothschild-ი მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, რომლის ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი.

„მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. Luxemburg of the East – ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება. ასევე დიდი დაინტერესებაა იმისა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე. ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ორმხრივ ფორმატში ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, აზიის ქვეყნებთან. ამიტომ გვჭირდება მეტი მჭიდრო კონტაქტების დამყარება ბიზნესწრეებთან, არსებული კავშირების გამოყენება და გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი დასაქმება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის და საქართველოს წარმატებული მაგალითის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია.

ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი და ძალიან ბევრი მიღწევით, პროგრესით შეგვიძლია ვიამაყოთ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც რეგიონშია და ჩვენს ქვეყანაშია, როგორიცაა ოკუპაცია, რომელიც შესაძლოა, იყოს ერთ-ერთ ბარიერი ინვესტორებისთვის, მაგრამ ჩვენი პრაგმატული, გონივრული და პროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, ვფიქრობ, ამ ფსიქოლოგიურ ბარიერსაც დავძლევთ და ინვესტორებსაც დავარწმუნებთ, რომ ინვესტიცია საქართველოში არის დაცული, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო სფერო, რომლითაც უნდა მოხდეს ინვესტორების დაინტერესება და ა.შ. მეტი სავაჭრო ხელშეკრულება გვჭირდება, მეტი პირდაპირი რეისი წამყვან ეკონომიკებთან, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილების ზრდასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

უცნობია რა დაუჯდება საქართველოს გიგანტური საინვესტიციო ჯგუფის მომსახურების საფასური.

აი ძირითადი აქტივები, რომლებსაც განკარგავენ როტშილდების იმპერიის წარმომადგენლები:

საბანკო სფერო: 1. ბანკი N.M.Rothchild & Son (ლონდონი). როტშილდების უძველესი ბანკი, დაარსებულია 1811 წელს. მართავს ბარონი დევიდ დე როტშილდი; 2. ბანკი Rothchild & Cie (საფრანგეთი). მართავს დევიდ დე როტშილდი; 3. ბანკი შვეიცარიაში Rothchild AG (ციურიხი), რომელსაც მართავს ელი როტშილდი; 4. ბანკი JNR LTD, აფინანსებს რუსულ და უკრაინულ კომპანიებს. მართავს ნათანიელ როტშილდი. ლონდონური, ფრანგული და შვეიცარული ბანკები გაერთიანებულია Rothchild Group-ში, რომელიც ითვლის 57 ოფისს 5 კონტინენტის 45 ქვეყანაში. ამ ოფისებში მუშაობს დაახლოებით 3 ათასი თანამშრომელი. Rothchild Group -ი კომპანიების შეერთებისა და “გადაყლაპვის” სფეროში საქმიანობს.

Rothchild Group 1. ჰოლდინგური კომპანია Concordia B.V., ხელმძღვანელობს ბარონი დევიდ დე როტშილდი, თანამფლობელები არიან ლონდონური და პარიზული ბანკები; 2. სადაზღვევო ფონდი Afficus Capital Inc., რომელსაც მართავს ნათანიელ როტშილდი; 3. კომპანია “სოსიეტე დ’ენვესტისმან დიუ ნორი”; 4. ჰეჯ-ფონდი Afficus Capital -ი, რომლის კაპიტალი 14 მლრდ-ს შეადგენს.

Afficus Capital 1. კომპანია “რიო ტინტო”. მოიპოვებს ქვანახშირს, რკინას, სპილენძს, ურანს, ოქროს, ალმასსა და ალუმინს; 2. De Biers-ი, საქმიანობს ალმასების დამუშავებასა და გაყიდვის სფეროში. ხელმძღვანელია ეველინ როტშილდი.

ენერგეტიკა: Vanco International Limited-ი.

დეველოპერული ბიზნესი, სასტუმროები და რესტორნები:

დეველოპერული კომპანია “ტრიგრანიტი” (უნგრეთი). აქ ნათანიელ როტშილდის აქციების წილი 12%-ია. ამ კომპანიამ რუსეთსა და უკრაინაში 5 მლრდ დოლარის ინვესტიციები განახორციელა; 2. სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი RLM-ი, რომელსაც ელი როტშილდი მართავს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და გამომცემლობები: 1. Ecomonist-ი, Daily Telegraph-ი (ეველინ როტშილდი); 2. პარიზული გამოცემა “პრეს დე ლა სიტე”, ფრანგული გაზეთი “ლიბერასიონი”, “ბი-ბი-სი” (ამ კომპანიის ხელმძღვანელია ედმუნდ როტშილდის სიძე მარკუს ეგიუსი) და სხვ.

ბიზნესის სხვა სახეობები: 1. “ფერსტმარკ კომუნიკეიშენს ინტერნეშნლ” და “ფილდფრეშ ფუდსი” (მფლობელები არიან ეველინ როტშილდი და მისი მეუღლე ლინ ფორესტერი); 2. სამუსიკო კომპანია F7Music-ი აშშ-ში (ენტონი როტშილდი); 3. ღვინის წარმოება (ციხესიმაგრე და მამულები შატო მუტანი და შატო ლაფიტი, სადაც აწარმოებენ შატო მუტანის მარკის ღვინოს); 4. 100-ზე მეტი პარკი და ბაღი ევროპის ტერიტორიაზე.

როტშილდების კლანის მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან მეურნეობას მართავს კომპანია Rothchild & co., რომელსაც, თავის მხრივ, აკონტროლებენ როტშილდების ფრანგული და ინგლისური შტოები. ამ კომპანიის სააქციო კაპიტალის 60%-ს როტშილდები ფლობენ, დანარჩენი აქციები ბირჟებზე თავისუფლად ბრუნავს.

საინტერესოა, რომ Rothchild & co -ის ყოველწლიური მოგება, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1-დან 1,5 მილიარდამდეა, სუფთა მოგება _ 50-დან 200 მლნ-მდე.

მსოფლიოში გავრცელებული ვერსიების თანახმად, როტშილდების კლანის არსებობის 200 წლის განმავლობაში განისაზღვრა მისი სპეციალიზაცია მსოფლიოს ბიზნესში. პირველი – ეს არის ოქრო, მეორე – ნარკობიზნესი – ჩრდილოვანი მოღვაწეობა. არც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციები და არც ამ ოპერაციების შედეგები ოფიციალურ საფინანსო ანგარიშებში არ აისახება.

რაც შეეხება ოქროს, ისიც აქტიურად მოძრაობს ეკონომიკის ჩრდილოვან კონტურზე. ამას გარდა, დღეს ოქრო ნელ-ნელა ქრება ბანკების საფინანსო ანგარიშებიდან. ეს თავისებური საბალანსო აქტივია, რომელსაც “ოქროს მეპატრონეები” (როტშილდები) კომერციული და პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად იყენებენ.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button