მნიშვნელოვანისიახლეები

,,ოცნება მრავალფეროვანი გუნდია სადაც ოლიმპიელებიც და სტაჟიანი პოლიტიკოსებიც არიან,,-კობახიძე

"გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში"-ტალახაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული სხვადასხვა კრიტერიუმითაა დაკომპლექტებული.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკმაოდ მრავალფეროვანი გუნდია, სადაც არიან როგორც სტაჟიანი პოლიტიკოსები, ასევე ახალი სახეები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, ოლიმპიური ჩემპიონები, ბიზნესის სფეროს და სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის. ხედავთ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ გადახალისებას, განახლებას, ამის არავითარი რესურსი არ აქვთ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მეამაყება, რომ ჩვენ გუშინ დავასახელეთ და წარვადგინეთ ასეთი ოცეული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი -ოლიმპიური ჩემპიონები ოლიგარქის პარტიის სიაში

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე რუსული კანონის არსებობას “აუცილებლად” მიიჩნევს და ამბობს, რომ “ყველაფერი უნდა იყოს საჯარო და ღია”.

“გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, ვთვლი, რომ აუცილებელია. არ უნდა იყოს საზოგადოებაში დამალული რამე და უნდა იყოს ყველაფერი საჯარო და ღია”- თქვა ტალახაძემ.

ტალახაძე ამბობს, რომ გადაწყვიტა, ისეთი გუნდის გვერდით იყოს, რომელმაც “ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა”.

“გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში”- თქვა ტალახაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რა მიზნები აქვს პარლამენტში, ის ამბობს, რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა მთავარი მიზანი ახალგაზრდების და სპორტის “გვერდით დგომა” იქნება.

“ჯერ რომ გითხრათ ჩამოყალიბებულო ვარ ყველაფერში, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდით დგომა, ჩემი ქართულის სპორტის გვერდით დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი რასაც განვახორციელებთ ერთად ჩვენი გუნდი”- თქვა ტალახაძემ.

გენო პეტრიაშვილის თქმით “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, შეეცდება, ბევრი კარგი საქმე გააკეთოს,,

ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი ჩვენს ქვეყანას მოემსახურება და ქართულ ინტერესებს გაატარებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნოდ საზოგადოებას განახლებული გუნდი შესთავაზა.

„ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან რა გამოხმაურებებიც არის, ეს მათ რეალურ მდგომარეობაზე მიუთითებს – სად და როგორ იმყოფებიან. ერთადერთი პოლიტიკური ძალა გახლავთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ვინც შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა. ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი საქართველოს პარლამენტში იმუშავებს, ჩვენს ქვეყანას მოემსახურება, დაიცავს მოქალაქეების ინტერესებს და ყოველთვის გაატარებს ქართულ ინტერესებს – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ოლიმპური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერია. მმართველმა პარტიამ სია გუშინ წარადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button