მნიშვნელოვანისიახლეები

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 953 410-ს

ცნობილი არ არის ზუსტი ვადა თუ როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი საქართველოში-ჩხაიძე

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 006 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 832 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 174 PCR ტესტით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი, 2 249 თბილისშია.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 953 410-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 910 540.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში 7 699 ადამიანი აიცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა

📌აჭარა – 495

📌იმერეთი – 457

📌ქვემო ქართლი – 164

📌შიდა ქართლი – 199

📌გურია – 147,

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 196

📌კახეთი -158

📌მცხეთა-მთიანეთი -93

📌სამცხე-ჯავახეთი -53,

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

„პაქსლოვიდი“ 5-დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ 89 % -ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს – იმედი გვაქვს, რომ წელს პრეპარატის მიღების შესაძლებლობა გვექნება“,- ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ცნობილი არ არის ზუსტი ვადა თუ როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი საქართველოში. ამასთან, დასძენს, რომ კორონავირუსის მკურნალობასთან შედარებით მისი პრევენცია მაინც უპირატესია.

„სამწუხაროდ, ცნობილი არ არის ზუსტი ვადა თუ როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი. მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის 2 ანტივირუსული პრეპარატია რეგისტრირებული, ძირითადი აქცენტი კეთდება იმ პრეპარატზე, რომელიც უფრო მაღალი ეფექტურობის აღმოჩნდა.

„პაქსლოვიდი“ კორონავირუსის წინააღმდეგ თითქმის 90%-იან ეფექტურობას აჩვენებს, განსხვავებით იმ პრეპარატისგან, რომელიც პირველად იყო მიღებული. ანტივირუსული პრეპარატების რაოდენობა აუცილებლად უფრო მეტი იქნება. ძალიან ბევრი პრეპარატია შეფასების და შემუშავების სხვადასხვა სტადიაში.

„პაქსლოვიდია“ ის პრეპარატი, რომელსაც ყველაზე მეტი ეფექტურობა გააჩნია, ის აღიარებულია, როგორც ამერიკის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ. ყველაზე დიდ იმედებს „პაქსლოვიდზე“ ვამყარებთ, რომელიც „ფაიზერის“ მიერ არის წარმოებული.

სავარაუდოდ, „პაქსლოვიდი“ საქართველოში შემოვა. ვადის დასახელება რთულია, ვინაიდან მთელი მსოფლიოა ამ პრეპარატის მოლოდინში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასწარი განაცხადი და შეკვეთა უკვე გააკეთა.

„პაქსლოვიდი“ 5 დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ 89 % – ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს. ძალიან ეფექტური პრეპარატია. იმედი გვაქვს, რომ წელს გვექნება ჩვენ პრეპარატის მიღების შესაძლებლობა.

თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც უმჯობესია ვაქცინაზე აქცენტის გაკეთება. კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, მისი მიმდინარეობა მსუბუქიც რომ იყოს არის რისკი, რომ სერიოზული გართულებები დატოვოს. ხანგრძლივ კოვიდს ვგულისხმობთ, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდება. მკურნალობასთან შედარებით პრევენცია უპირატესია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქვეყანაში ტაბლეტიზირებული დასალევიც იყოს“, – განმარტავს ჩხაიძე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 953 410 შემთხვევა. მათგან 910 540 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 128 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button