მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტი 22 მაისამდე არ იმუშავებს

პარლამენტი 22 მაისამდე მუშაობას არ განაახლებს. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, კანონმდებლები არ შეიკრიბებიან.

ოპოზიცია დღეს ერთხმად საუბრობდა იმაზე, რომ კრიზისის ფონზე, საგარეო ვალების აღების პირობებში, ხელისუფლება პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს და სწორედ ახლა, ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია, საკანონმდებლო ორგანომ თავისი მთავარი ფუნქცია შეასრულოს. საპარლამენტო მუშაობის აღდგენას ითხოვდნენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

საპარლამენტო უმრავლესობამ კი, კოლეგებს უარით უპასუხა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაა და მმართველი გუნდის დეპუტატებიც, ამ ეტაპზე, კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლით არიან დაკავებული.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში მეორე ვადით, 22 მაისამდეა გახანგრძლივებული, შესაბამისად, დეპუტატები მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ განაახლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button