მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტი რკინის ჯებირებით”ოცნების” აქციის მოსამზადებელი სამუშაოების გამო შემოიღობა

ორშაბათს, 17:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება

პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს. როგორც გამოცემა “პუბლიკას” თბილისის მერიაში უთხრეს, ტერიტორია “ოცნების” აქციის მოსამზადებელი სამუშაოების გამო შემოიღობა.
ქართული ოცნება 29 აპრილს, 20:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აანონსებს. პარტია ირწმუნება, რომ შეკრებას “მხარდამჭერთა თხოვნით” მართავს.

“თბილისის მერიაში შემოსულია განაცხადი პარტია „ქართული ოცნებიდან” 29 აპრილს დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები” – ნათქვამია წერილობით შეტყობინებაში

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 28 აპრილს 19:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დააანონსა, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით დაიწყება.

გარდა ამისა, 29 აპრილს “ქართული ოცნება” რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აწყობს და მასში მონაწილეობის მისაღებად რეგიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოჰყავს.
ორშაბათს, 29 აპრილს, 17:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, კარი და სტუდენტები ევროპული მომავლისთვის.

“რუსულ ოცნებას დაგეგმილი აქვს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება. პარალელურად, ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას.

ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას. თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს. შემოგვიერთდით.

ჩვენი არჩევანი ევროპაა და აქ რუსულ კანონს ვერასდროს ვერავინ მიიღებს. გელოდებით 29-ში, ვაკის პარკში, 5 საათიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.

მანამდე, ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. აქციას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.
შეგახსენებთ 17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button