მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარტიის ლიდერები თვითიზოლაციაში

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

როგორც „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსის ყველა ლიდერი კონტაქტშია ეპიდემიოლოგებთან და მათი რეკომენდაციებით მოქმედებენ.

„მოგეხსენებათ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი.

“ბუნებრივია, ჩვენი გუნდისთვის უპირველესია ადამიანების ჯანმრთელობა და ამიტომ ჩვენ დავხურეთ პარტიის თბილისის სათაო ოფისი. ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილთან სამუშაო შეხვედრა 6 სექტემბრის (კვირის) შემდეგ გადავედით თვითიზოლაციაში, მათ შორის, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.

“ჩვენი ოფისები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა ოფისს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ ამომრჩევლებთან ონლაინ კომუნიკაციის რეჟიმზე.

“რა თქმა უნდა შევაჩერეთ თბილისში აქტიური წინასაარჩევნო კამპანიაც, რომელიც მოიცავს ამომრჩეველთან პირდაპირ კომუნიკაციას, შეხვედრებს, კარდაკარს და ა.შ.

“თუმცა არ ვწყვეტთ თქვენთან ურთიერთობას და პირიქით, იმედი გვაქვს, რომ დისტანციურ რეჟიმში ბევრად უფრო ხშირი შეხვედრები გვექნება თვითიზოლაციიდან ონლაინ ჩართვებით და თქვენს თითოეულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად კიდევ უფრო მეტი დრო გვექნება.

“პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის” ალიანსის ყველა ლიდერი არის უშუალოდ კონტაქტში ეპიდემიოლოგებთან და ვმოქმედებთ, მათი რეკომენდაციებით.

“ვერ დავუშვებთ, რომ საარჩევნო კამპანიის გამო რისკის ქვეშ დავაყენოთ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა. ამიტომ დღეიდან აქტიურად ვერთვებით დისტანციურ რეჟიმზე და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას ონლაინ.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button