პეკინის 11 რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 7-კვირიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთის დედაქალაქში კორონავირუსის ახალი 45 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება ბაზრის თანამშრომლებს დაუდგინდათ, რის შემდეგაც სავაჭრო ტერიტორია დროებით დაიხურა. ინფექციის კვალი ბაზრის ინვენტარზეც აღმოაჩინეს.
ჩინეთის დედაქალაქის მოსახლეობა ვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე საუბრობს. იმ რაიონში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების დატოვება ეკრძალებათ.