ფერმერებმა ევროკავშირის საბჭოს შენობას ტონა რძის ფხვნილი შეაფრქვიეს [Photo/Video]

რძის მწარმოებელმა ფერმერებმა, რომლებიც ევროკავშირის 10 წევრ ქვეყნას წარმოადგენენ, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს შენობასთან, საპროტესტო აქცია გამართეს, – იუწყება Reuters.

ფერმერებმა ევროკავშირის ახალი პოლიტიკა გააპროტესტეს, რომელიც რძის წარმოებას ეხება და ევროკავშირის საბჭოს შენობას ვენტილატორების მეშვეობით 1 ტონა რძის ფხვნილი შეაფრქვიეს.

23 იანვარს ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა ჩატარდა. მათი ყურადღების მისაპყრობათ 150-მა მერძევემ შუმანის მოედანზე რამდენიმე ათეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განათავსა.

სააგენტოს ინფორმაციით, ევროპის სარძეო კავშირის წარმომადგენელმა, ერვინ შოპჟესმა განაცხადა, რომ მერძევეები ბაზრებში ასობით ტონა რძის ფხვნილის გამოტანით უკმაყოფილონი არიან, ვინაიდან ევროკავშირმა მათგან ნატურალური რძე მინიმალურ ფასებში შეიძინა. ამჟამად ევროკავშირი რძის ფხვნილის მარაგის რეალიზაციას აპირებს, რაც ნატურალურ რძეზე ფასების დაცემას გამოიწვევს.

ამჟამად ევროკავშირში ლიტრი ნატურალური რძის ფასი 32 ევროცენტს შეადგენს. მერძევეთა პროფკავშირების შეფასებით, ლიტრი რძის ოპტიმალური ფასი 37-40 ევროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს.

[print_gllr id=51790]

მსგავსი პოსტები

Back to top button