ფინანსთა მინისტრი: კურსი გამყარდება

დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრამა განაცხადა, რომ გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, ფულადი გზავნილები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო, იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია.

„ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში ჩამოირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ასე რომ, ვფიქრობთ, ეს არის მართლა ძალიან დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და გამყარდება კურსი“,-აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.
ხადურის თქმით, ოპონენტები ცდილობენ, შექმნან ცუდი მოლოდინები, თუმცა მისი განმარტებთ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს მაკროეკონომიკურად.

რაც შეეხება დედოლარიზაციას, ხადურის თქმით, ეს პროცესი სულაც არ არის ცუდი და საუბარია იმაზე, რომ ლარის მიმართ ნდობა უნდა გაიზარდოს.

„ლარი უნდა იყოს ძირითადი ვალუტა, მათ შორის არის დაგროვების ფუნქციის მხრივ. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა ამ მიმართულებით წავიდეთ ეროვნულ ბანკთან ერთად – დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო სისტემა მათ შორის, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესებს. ჩვენი ბაზრის კონიუნქტურა არის საინტერსო და ის ერთჯერადი ტრანზაქციები, რომელიც ხორციელდება ხოლმე, სამწუხაროდ ახდენს ზეგავლენას და შემდეგ ამას აქვს გამოძახილი. ეს არის და ეს. მაკროეკონომიკურად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მთავარი ფაქტორი არის მაკროეკონომიკური, გაცვლით კურსთან მიმართებაში, არის დადებითი“,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრამა.

მსგავსი პოსტები

Back to top button