როსტოშვილს და კურტანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა [როსტო] და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლის განცხადებით, სასჯელის ათვლა 2016 წლის 5 მაისიდან დაიწყო.

გამოძიება ირწმუნება, რომ ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს 42.95 გრამი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდათ.

“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

როსტოშვილი და კურტანიძე გუშინ, 6 მაისს დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button