მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ თქვენ დიდი ხანია”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე დაუპირისპირდნენ.

ადა მარშანიამ სალომე სამადაშვილი გააკრიტიკა და მიხეილ სააკაშვილის “მონა-მორჩილებაში” მყოფი უწოდა.

“პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ თქვენ დიდი ხანია და აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ, ქალბატონო ვითომ ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა, განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა, ემზადებოდით გამოსასვლელად ან მგზნებარე სიტყვის სათქმელად… სიტყვა სირცხვილი დაივიწყეთ საერთოდ, როგორ ბედავთ ამ სიტყვის წარმოთქმას ხმამაღლა. მე ვბედავ ბევრს იმიტომ, რომ ამისი მორალური და ზნეობრივი უფლება მაქვს, მით უმეტეს, თქვენს მიმართ რომ ვთქვა.” – მიმართა ადა მარშანიამ სალომე სამადაშვილს.

სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომელმაც სალომე სამადაშვილს წინა ხელისუფლების პერიოდი შეახსენა.

“ქალბატონო სალომე, თქვენ 10 წუთამდე საუბრობდით, არ აცლით ადამიანებს საუბარს. დამთავრდა ის დრო, როდესაც ადამიანებს ხმას უხშობდით.” – განაცხადა სოფო კილაძემ.

თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს არაკომპეტენტური უწოდა და მოუწოდა, პარლამენტის რეგლამენტს გასცნობოდა.

„ზოგადად ხომ არაკომპეტენტური ხართ, მათ შორის, ადამიანის უფლებებიs მიმართულებით, მაგრამ რეგლამენტი მაინც წაიკითხეთ და გაერკვით, თქვენი ვალდებულება რა არის, კომიტეტის სხდომა რომ მიგყავთ.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მოისმინეთ დაპირისპირებული დეპუტატების ხმები.

კომიტეტზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ანგარიშით მისულ სახალხო დამცველს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული კითხვით მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button