მნიშვნელოვანისიახლეები

პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტები დააკავა

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიასთან სადაც პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, ამის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ რათა მიიღონ პასუხი, როდის შეუშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსებს და როდის მიიღებს ის სათანადო სამედიცინო დახმარებას.

აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ.

ცნობისთვის, 21 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს. ის ითხოვს ციხეში პირადი ექიმი შეუშვან, ასევე მიეცეს საშუალება ადეკვატურად იმკურნალოს.

აქტივისტების ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button