პოლონეთში ანჯეი დუდამ პირველი ტური მოიგო
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პირველი ტური,
ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ანჯეი დუდამ მოიგო, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 34,8 პროცენტი მიიღო. პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ 32,2 პროცენტი ხმა დააგროვა.
მესამე ადგილს 20 პროცენტით, როკ-მუსიკოსი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი პაველ კუკიზი იკავებს.
მეორე ტურში, რომელიც 24 მაისს ჩატარდება, შესაძლებელია, მუსიკოსის ამომრჩეველმა ელექტორატმა სერიოზულად იმოქმედოს არჩევნების შედეგებზე.