საქართველოსიახლეები
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.
ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.